ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აუტსაიდერთან მარცხით დაასრულეს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში 
ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლა.

ქართველმა კალათბურთელებმა სუსტად ჩაარარეს შეხვედრა ჯგუფის აუტსაიდერთან და დამარცხდნენ 77:84 (27:21, 15:27, 20:12, 15:24).

საქართველოს ნაკრებმა 12 შეხვედრიდან 5 მოგებით და 7 წაგებით 17 ქულა დააგროვა და ისრაელთან მეოთხე-მეხუთე ადგილები ადგილები გაიყო. მათ 1 ქულით აჯობეს ბოლო ადგილზე გასულ ესტონელებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...