სენსაციური გამარჯვება! – ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბეთი 94:90 დაამარცხეს!

საქართველოს ნაკრები დღეს ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა.

ბელგრადში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები, სერბეთის ნაკრები 94:90 (18:28, 23:20, 24:19, 29:23) დაამარცხა და ორი თამაშიდან ორი მოგებით ჯგუფის ლიდერი გახდა.

მატჩის პირველი პერიოდი სერბი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში რამდენჯერმე დავწინაურდით. მეოთხე პერიოდში ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 90:94.

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად