ქართველმა კალათბურთელებმა სლოვენიელებთან შეხვედრის პირველი ნახევარი 41 : 26 დათმეს

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფაჩულია, ცინცაძე, მარკოიშვილი, სანიკიძე, შენგელია. სლოვენიელთა ხუთეული – ჯოკსიმოვიჩი, ბლაზიჩი, დრაგიჩი, ომიჩი, სლოკარი.

შეხვედრა ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. ქართველი კალათბურთელები პირველი მეოთხედის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ – ანგარიში სლოვენიელების სასარგებლოდ იყო.

მეორე მეოთხედის დასაწყისში სლოვენიელები 10 ქულით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა სხვაობის შემცირება ტაიმის განმავლობაში ვერ შესძლო. ბოლო წუთებზე სლოვენიელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ.

შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე შედეგიანი ქართველ კალათბურთელებს შორის თორნიკე შენგელია იყო. მის ანგარიშზე 8 ქულაა.

სლოვენიელთაგან პრეპელიჩი თამაშობს საუკეთესოდ, მან 19 ქულა დააგროვა. პრეპელიჩმა 4 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. სლოვენიელებმა 13 სამქულიანი ტყორცნიდან 8 ზუსტად ისროლეს.

საქართველოს ნაკრების ლიდერს ზაზა ფაჩულიას 4 პერსონალური ჯარიმა აქვს მიღებული.

გუშინ, საქართველოს ნაკრები ჰოლანდიელებთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...