ქართველმა ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩიძემ, რიონში გადამხტარი კაცი მაშველების მოსვლამდე გადაარჩინა

ქუთაისში, ქართველმა ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩიძემ, რიონში გადამხტარი მამაკაცი სამაშველო სამსახურის მოსვლამდე გადაარჩინა.

"ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.

ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!", – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წერს. 

ფოტო: მამუკა კაკაურიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად