ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

ქართველმა ძიუდოისტმა (60 კგ) ლუხუმ ჩხვიმიანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე რეპეშაჟის შეხვედრა კორეელ კიმ ვონთან დათმო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

სამწუხაროდ, 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა 1/4-ფინალური შეხვედრა შეჯიბრის ფავორიტთან, მასპინძელ ნაოჰისა ტაკატოსთან დათმო და ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებდა. იაპონელთან ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებული მეოთხე წუთის მიმდინარეობისას კი ჩხვიმიანმა, რომელსაც ორი შიდო ჰქონდა (მეტოქის ერთის საპირისპიროდ), აკრძალული ილეთი გამოიყენა და მოგებაც თამაშების მასპინძელ ძიუდოისტს ჩაეთვალა.

მანამდე ლუხუმმა აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი იპონით დაამარცხა.

 

კომენტარები
იტვირთება...