ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს

ანტალიაში ევროპის თასზე კადეტ ძიუდოისტთა შეჯიბრება დასრულდა

ბრწყინვალედ იასპარეზეს საქართველოს წარგზავნილებმა. მათ გუშინ მოპოვებულ ორ ოქროს, ორ ვერცხლს და სამ ბრიჯაოს მედალს დღეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი შემატეს

დღეს ჩემპიონები გახდნენ:

63კგ – ეთერ ასკილაშვილი
73კგ – ჯუმბერ მელაძე
90კგ მიხეილ ჯაფარიძე

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

73კგ – გიორგი ტერაშვილმა
81კგ – გიორგი მარმალიძემ
90კგ – არჩილ მამულაშვილმა

ბრინჯაოს მედალოსნები არიან:

73კგ – ალექსანდრე ლოლაძე
90კგ – უჩა ტაბატაძე

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის თასის და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (55კგ) და კოტე კაპანაძე (66კგ), ვერცხლის მედლები მოიპოვეს კაკო ჩაფურიშვილმა (55კგ) და ნოდარ ძამაშვილმა (66კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები კი მალხაზ ბანძელაძემ (50კგ) და თენგო ზირაქაშვილმა (60კგ)

ამრიგად, სულ ქართველმა კადეტმა ძიუდოისტებმა 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა და ჭაბუკთა გაერთიანებული გუნდი 1 ოქროს მედლით ჩამორჩა თურქეთს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, ჭაბუკთა გუნდმა კი უფრო მეტი ოქრო-ვერცხლი მოიპოვა, ვიდრე ოქროს და ვერცხლის მედლების მომპოვებელმა რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთად და დიდი უპირატესობით გავიდა პირველ ადგილზე.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად