ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბაქოს გრანდ სლემი გამარჯვებით გურამ თუშიშვილმა დაასრულა.

 ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შერკინებაში უნგრელი ბორ ბარნა იპონით დაამარცხა და ბაქოს გრანდ სლემის ოქროს მედალი მოიგო. გურამ თუშიშვილმა მთელი ტურნირი წარმატებით იასპარეზა და ყველა შხვედრა იპონით მოიგო. პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი აიხან ჯაფაროვი 20 წამში დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში იპონით მოუგო ბრაზილიელ სილვა რაფაელს და ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი კოკაური წუთსა და 6 წამში დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ასპარეზობა ონისე ბუღაძემ და უშანგი მარგიანმა და ლაშა გიუნაშვილმა. 

ონისე ბუღაძემ ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულეს უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა. კაკაური მანამდე გურამ თუშიშვილმა დაამარცხა, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში იასპარეზებს. ონისემ ტურნირის სტარტზე ბოსნიელი ჰურან სადიკოვჩი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი უნგრელ ბორ ბარნასთან დამარცხდა და რეპეშაჟში განაგრძო ბრძოლა.

უშანგი მარგიანმა პირველ შერკინებაში იაპონელი იუსუკე კობაიაში დაამარცხა, შემდეგ კი აზერბაიჯანელ მამადალი მაჰდიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი 38 წამში იპონით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად