ქართველმა ძალოსნებმა ევროპის პირველობაზე 17 მედალი მოიპოვეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

შეჯიბრების ბოლო დღესგიორგი ჩხეიძემ აკვრაში 228 კგ-ის და ორჭიდის ჯამში 410 კგ-ის ძლევით ქართველი ძალოსნების მიერ ევროპის 23 წლამდელ ჩემპიონატზე მოპოვებული მედლებს ორი ბრინჯაოს მედალი შემატა.

ქართველმა ძალოსნებმა ბუქარესტში სულ 17 მედალი მოიპოვეს:

55კგ – გიორგი დოკვაძე
ატაცი – ვერცხლი, აკვრა – ბრინჯაო, ორჭიდი ვერცხლი

61კგ – გოდერძი ბერდელიძე
ატაცი – ოქრო, აკვრა – ვერცხლი, ორჭიდი – ოქრო

67კგ – გოგა ჩხეიძე
ატაცი – ბრინჯაო, აკვრა – ვერცხლი, ორჭიდი – ბრინჯაო

89კგ – რევაზ დავითაძე
ატაცი – ოქრო, აკვრა – ბრინჯაო, ორჭიდი – ვერცხლი

96კგ – ანტონ პლესნოი
ატაცი – ოქრო, აკვრა – ოქრო, ორჭიდი – ოქრო

+109კგ – გიორგი ჩხეიძე
აკვრა – ბრინჯაო, ორჭიდი ბრინჯაო

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად