ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიაში, ძალოსანთა მსოფლიო თასზე, გუშინ ფიცარნაგზე 96კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი ანტონ პლესნოი გამოდიოდა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ანტონ პლესნოიმ პირველ მოძრაობაში უახლოეს კონკურენტზე ერთი კგ-ით მეტი,176კგ (170კგ, 176კგ, 180კგ*) აიტაცა და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მეორე მოძრაობაში მან მეტოქეზე 5კგ-ით მეტი, 210კგ აკრა და მეორე მცირე ოქროს მედალთან ერთად ორჭიდის ჯამში 386კგ-ით დიდი ოქროს მედალი მოიპოვა.
 
ამრიგად, რომის ფიცარნაგზე სამ წონით კატეგორიაში ასპარეზობის შემდეგ ქართველ ძალოსანთა ყულაბაში სამი ოქროს (96კგ, ანტონ პლესნოი, ატაცი, აკვრა, ორჭიდი), სამი ვეცხლის (61კგ, შოთა მიშველაძე, ატაცი, აკვრა, ორჭიდი) და ორი ბრინჯაოს (67კგ, გოგა ჩხეიძე, აკვრა, ორჭიდი) მედალია.
 
ხვალ ფიცარნაგზე ზედიზედ ორგზის (2017-2018 წლები) მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი და ზედიზედ ოთხგზის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდში მსოფლიო რეკორდების მფლობელი, ლაშა ტალახაძე (+107კგ) გამოვა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად