ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ 250 ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ჰოლანდიელმა დემი შუურსმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარი გახლდათ.

ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალში რუმინელები – ანდრეა მიტუ და პატრისია მარია ტიგი იოლად დაამარცხეს – 6:2, 6:2.

ცნობისთვის, გამარჯვებულები წყვილთა რეიტინგში 280-280 ქულას შეიმატებენ. ამჟამად, კალაშნიკოვას 79-ე ადგილი უკავია, განახლებულ კლასიფიკაციაში კი მინიმუმ 10 პოზიციით დაწინაურდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...