ქართველმა ჩოგბურთელებმა ფინელები დაამარცხეს და დევისის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასის მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გადამწყვეტი შეხვედრა გიორგი ცივაძესა და ატრიკ ნიკლას სალმინენს შორის ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ქართველებმა თასის ეტაპზე ფინელები 3 : 2 დაამარცხეს. 

ქართველი ჩოგბურთელები გათამაშების მომდევნო ეტაპზე ლიტველებს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ცივაძესა და ატრიკ ნიკლას სამნინენსს შორის გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ჩოგბურთელებმა თითქმის 4 საათი ითამაშეს. ხუთსეტიანი დაპირისპირება მე-5 სეტში ტაიბრეიკით დასრულდა და ცივაძემ 7:5 გაიმარჯვა. საბოლოოდ შეხვედრაში გიორგი ცივაძემ 3 : 2 (6-4, 7-5, 5-7, 0,6, 6-6(7-5)) იმარჯვა.

მანამდე, დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ემილ რუუსოვორს დაუპირისპირდა, რომელიც სამ სეტში – 6:1, 6:4, 6:4 დაამარცხა და  საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის წონასწორობა აღადგინა – 2:2.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა ვასა დაამარცხა 3 : 1 (2-6, 6-1, 6-4, 6-1). იმავე დღეს გიორგი ცივაძე ჰარი ჰელიოვაარასთან დამარცხდა 0:3 (5-7, 2-6, 1-6). გათამაშების მეორე დღეს ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ჰელიოვაარა-სალმინენის წყვილს დაუპირისპირდა და 0 :3 (4-6, 0-6, 3-6) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...