ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა ტოკიოს ოლიმპიადაზე ლუხუმ ჩხვიმიანის გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მერვედფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მეტოქე კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა და მეოდხედფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ მეტოქეს ჯერ ვაზარით გაასწრო, შემდეგ კი შებოჭა და საბოლოოდ იპონით მოიგო.

ლუხუმის მეტოქე შემდეგ წრეში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, იაპონელი ნაოჰისა ტაკატოა.

ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში  კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. ნიდერლანდების სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუამ მეორე წრეში რუსეთის წარმომადგენელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის, მეორე წრეში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა და 1/4-ფინალში უკრაინელ არტიომ ლესიუკს შეხვდება.

 

კომენტარები
იტვირთება...