ქართველი მოციგურავეების საოცარი გამოსვლა და ოქროს მედალი ტურინის გრან პრიზე (ვიდეო)

ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ფიგურული სრიალის გრან პრიზე ტურინში ფინალურ ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ფინალურ ეტაპზე 6 წყვილი მონაწილეობდა და რევია-კაზაკოვას დუეტმა მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს 0,16 ქულით აჯობა. მესამე ადგილზე რუსი მოციგურავეები გავიდნენ.

ამ დონის ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედალი პირველად მოიპოვეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად