ქართველი მძლეოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომის ოლიმპიადის ჩემპიონი, მძლეოსანი რობერტს შავლაყაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რობერტ შავლაყაძემ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირისპირ ბრძოლაში აჯობა დიდ ჩემპიონებს და რეკორდსმენებს, ამერიკელ მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენს ჯონ თომასს და მის თანამემამულეს, წინა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ჩარლზ დიუმასს.

1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა.

ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1960 (რომი); ოლიმპიადის V ადგილოსანი – 1964 (ტოკიო); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1962; სსრკ ჩემპიონი – 1964; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1959, 1960, 1962; სოციალისტური ქვეყნების თამაშების ჩემპიონი – 1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963; ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი – 1958, 1959, 1960, 1961, 1962; აშშ-სსრკ „გიგანტთა მატჩის” გამარჯვებული – 1959; სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1960
საუკეთესო შედეგი – 217სმ (1964)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად