A1 ბანერი

ქართველი “კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი, გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში დააკავეს

რუსეთში, ორენბურგსკის ოლქის სოლ-ილეცკის სასამართლომ, 40 დღით დააკავა ქართველი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, ცნობილი, როგორც ტარო, რომელიც კოლონიიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს. თუმცა, გასვლისას, კოლონიის კართანვე ისევ დააკავეს. ამის შესახებ “РИА Новости” იუწყება.

ონიანს დროებითი დაკავების იზოლატორში 19 მაისამდე გააჩერებენ, შემდეგ კი მას რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ. ადგილობრივი უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი დაკავების მიზეზი ის არის, რომ იგი ესპანეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს ძებნაში ჰყავთ გამოცხადებული.

ონიანის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს, რუსეთის დატოვების შემდეგ თურქეთში ცხოვრება სურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...