ქართველი “კანონიერი ქურდი” კახაბერ ფარფალია იგივე “კახა გალსკი” მოსკოვის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი “კანონიერი ქურდი” კახაბერ ფარფალია, იგივე კახა გალსკი მოსკოვის ერთერთ ციხეში თოკზე ჩამომხვრჩვალი წუხელ გვიან ღამით იპოვეს.

ადგილობრივებისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია, რადგან კრიმინალური ავტორიტეტი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.

ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ფსბ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს გასული წლის 8 დეკემბერს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად