ქართველი კალიგრაფების ნამუშევრები ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება დაცული

ორი ქართველი კალიგრაფის -ოთარ მეგრელიძის და გიორგი სისაურის ნამუშევრები დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც დღემდე არცერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული. მანამდე კი ქართველ დამთვალიერებელს საშუალება აქვს კალიგრაფიული ნიმუშევრები ხელოვნების სასახლეში იხილოს.

დღეს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით- „ანბანთქება“, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ტარდება.

ექსპოზიცია ოთარ მეგრელიძის და გიორგი სისაურის შემოქმედებას აერთიანებს და საზოგადოებას ავტორთა მიერ შესრულებულ ქართული დამწერლობის უნიკალურ ნიმუშებს წარუდგენს.

“ქართული ანბანი უნიკალურია, იგი დიდი საგანძურია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ კაცობრიობისთვის. ის რომ ულამაზესი ქართული დამწერლობის თანამედროვე ნიმუშები ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება დაცული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამასთან არის უდიდესი წარმატება ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის. დიდი მადლობა გიორგი კალანდიას ამ შესაძლებლობისთვის,” – განაცხადა მხატვარმა ოთარ მეგრელიძემ.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 27 სექტემბერს გაიხსნა და ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად