ქართველი გოლიათის მეცხრე გამარჯვება (ვიდეო) – ტოჩინოშინი იმპერატორის თასს უახლოვდება!

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი”-ს დარბაზში დღეს ნაცუ ბაშოს 15 დღიანი მარათონის 2/3 გასრულდება და ხვალიდან რიკიშები ფინიშის სწორზე გავლენ.

დღეს ჯურიო დივიზიონში მონღოლი კიოკუშუხოსთან შეხვედრაში თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუმ) მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსამდე მას ერთი მოგება აშორებს. აღსანიშნავია, რომ ჯურიო დივიზიონში მხოლოდ ერთ რიკიშს აქვს მასზე უკეთესი ბალანსი. ბაშოზე გამარჯვებულის გამოვლენა ხდება, მეორე, მესამე და ა.შ. ადგილების დაკავება არ აღინიშნება, მაგრამ დაფიქსირებულ დადებით თუ უარყოფით ბალანსს სუმოს მამები რეიტინგ-სიაში (ბანძუკე) რიკიშებისთვის ადგილის მიჩენის დროს ითვალისწინებენ.

ჯურიო დივიზიონში ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გაგამარუს მომავალ ბანძუკეში საგრძნობლად წინ წაწევის და მაკუჩი დივიზიონთან ხელის გაწვდენის მანძილზე მიახლოების უაღრესად კარგი შანსი აქვს. ნაცუ ბაშოს წინ განახლებული ბანძუკეს თანახმად გაგამარუ ჯურიო N7-ია.

მაკუჩი დივიზიონში გუშინ ტოჩინოშინს უბრძოლველად ჩაეთვალა გამარჯვება, ე.წ. ფუზენ-შო დაფიქსირდა წინა დღეს მისთვის მეტოქედ დადგენილი აღმოსავლეთის მეორე ოძეკის, იაპონელი ტაკაკეიშოს დოჰიოზე გაუსვლელობის გამო – ტაკაკეიოშომ მუხლი დაიზიანა და ნაცუ ბაშოდან მოიხსნა.
დღეს ლევანს მეტოქედ იაპონელი კომუსუბი მიტაკეუმი (180სმ, 175კგ, ბალანსი ბაშოზე 6-3, ბალანსი ლევანთან 3-7) ჰყავდა.

დღევანდელი შეხვედრა ადვილად მოიგო ლევანმა, ჩვეულ სტილში, იორიკირით მალევე გაიყვანა მიტაკეუმი დოჰიოს მიღმა და იმპერატორის თასის მეორედ მოპოვებათან ახლოსაა.

ხვალ ლევანის მეტოქე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა, იაპონელი აბი (187სმ, 150კგ, ბალანსი: ბაშოზე 6-3, ლევანთან 0-3) იქნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად