ქართველი გენო პეტრიაშვილი ვლადიკავკაზის ტურნირის ერთადერთი უცხოელი გამარჯვებულია

ვლადიკავკაზში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში “ალანები-2018”

შეჯიბრების დასკვნითი აკორდი 125 კგ წონითი კატეგორიიის მოჭიდავეების, გენო პეტრიაშვილის და ირანელი ჯაბერ ტაგი საგედზადეჰის ფინალური შეხვედრა იყო.

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში ოსტაპ პასენოკს სძლია – 5:0, მეოთხედფინალში ვიტალი გოლოევს – 12:4, ნახევარფინალში კი ამერიკელ ენტონი ნელსონს – 10:0.

ფინალურ შეხვედრაში ერთი წამითაც კი არ დამდგარა ეჭვქვეშ გენოს გამარჯვება, ის მთელი თავით მაღლა იდგა ირანელ მეტოქეზე და დასახერებულად გაიმარჯვა – 10:1.

გენო პეტრიასვილს ოქროს მედალთან ერთად პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ფულად პრიზი – 5000 დოლარი გადეცემა. 1000 დოლარით კი მისი მწვრთნელი დაჯილდოვდება.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილამდე ფინალი ორმა ქართველმა მოჭიდავემ – ბექა ლომთაძემ და ავძთანდილ კენჭაძემ იჭიდავეს და ორივე მათგანი მიკერძოებული მსაჯობის მსხვერპლი გახდა. რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ იუთუბზე ფინალური შეხვედრების ვიდეოები განათავსა და მათ შორის ამ დრომდე არ ჩანს კენჭაძის და ბიჩოევის ბროლის ჩანაწერი.

უძლერესი შემადგენლობით (პირველი ნომრებიდან არ იყო მხოლოდ ზურაბ იაკობიშვილი) ვლადიკავკაზში ჩასული საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრების მეორე და მომდევნო ნომრებთან ჭიდილში ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით და ირაკლი მწითურის მიერ მოპოვებული მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად