ქართველი ექიმი: თურქეთში მედპერსონალიდან 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ამის შესახებ სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-რეზიდენტმა ანი ცაგრეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ამ ეტაპზე ისეთ საშიშად არ მიიჩნევენ, ვთქვათ როგორც იყო ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში და არ ითვალისწინებენ ამას. სამედიცინო პერსონალს არც შეეხება, ჩვენს კლინიკაშიც მოხდა რამდენიმე ექიმისა და ექთნის დაინფიცირებაც. მაგრამ, მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორი მათგანი უკვე გაეწერა კიდევაც. რაც შეეხება მთლიანად სისტემას, 600-ზე მეტი დაავადებული მედპერსონალი გვყავს, მაგრამ ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ მდგომარეობის გართულებას არ ველოდებით.

ჩვენი კლინიკა კარანტინის რეჟიმშია გადასული და მაქსიმალურად შევამცირეთ გეგმიური პაციენტების მიღებაზე. სასწრაფო დამხრებიდან 80% კორონავირუსზე მოდის. ყველა პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება ხდება, თუმცა ასევე მოქმედებს ონლაინ მომსახურება და თუ პაციენტები არ იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში ხდება სახლებში თვითიზოლაცია და ონლაინ რეჟიმში ხდება ექიმისა და პაციენტების კომუნიკაცია, რაც წარმატებით მუშაობს”, – განაცხადა ანი ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად