ქართველი ექიმი: როცა ეპიდემია ჩინეთში დაიწყო, ავსტრიამ დაიწყო მოსახლეობის ინფორმირება მედპერსონალის მომზადება

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ინსბურკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხვივური დეპარტამნეტის უფროსმა ექიმმა ირმა კვიცარიძემ განაცხადა.

“როდესაც ჩინეთში დაიწყო ახალი კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც შემდეგში მთელ მსოფლიოში პანდემიად იქცა, ავსტრიის ხელისუფლებამ თავიდანვე დაიწყო მოსახლეობის ინფორმირება. განთავსებული იყო ყველგან მონიტორები, მიმდინარეობდა მოსახლეობის ინფორმირება, ჰიგიენური წესების დაცვა და ა. შ. იანვრის დასაწყისში მოხდა ეს. ჩინეთის მოქალაქეებისთვის ავსტრია სასურველი ქვეყანაა, მაგრამ მთლიანად შეწყვიტეს ტურიზმი და ჩინელი ტურისტები არ ჩამოდიოდნენ ავსტრიაში.

ამას გარდა მიმდინარეობდა სამედიცინო პერსონალის მომზადება, ყველა რგოლს აწვდიდნენ ინფორმაციას, ვინ როგორ უნდა მოქცეულიყო. ამის შედეგია ის, რომ სამედიცინო პერსონალიდან ინფიცირებულია ძალიან მცირე რიცხვი. სადღაც 53 შემთხვევა და მათგან არცერთი არ მომხდარა პაციენტიდან მედპერსონალზე გადატანით. ეს ფიქსირდება კლინიკის გარეთ, პირადი კონტაქტებისას და არავითარ შემთხვევაში კლინიკის შიგნით. ასეთი მიდგომაა, რომ ექიმი მიდის კლინიკაში, იტარებს სწრაფ ტესტს და თუ ტესტი უარყოფითია, მერე ეძლევა განყოფილებაში შესვლის შესაძლებლობა. თუ ტესტი დადებითია სამუშაო კარტა, რომლის მეშვეობითაც ექიმი აღებს კარებს, ამ შემთხვევაში ვერ აღებს და ვერ შედის კლინიკაში. ჩვენ ვისწავლეთ იტალიის და სხვა ქვეყნების მაგალითზე”, – განაცხადა ირმა კვიცარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად