ქართველი ექიმი: ავსტრიამ მოქალაქეებს უთხრა, შენ დარჩი სახლში და ამ ხარჯებს ჩვენ გადავიხდითო

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ინსბურკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხვივური დეპარტამნეტის უფროსმა ექიმმა ირმა კვიცარიძემ განაცხადა.

“გარდა ამისა, როცა გამოგვიცხადეს, რომ მთავარია დარჩი სახლში, რადგან ეს იყო ერთადერთი იარაღი და დღემდე სამწუხაროდ ეს რჩება ერთადერთ იარაღად და სამკურნალო საშუალებად ამ ვირუსთან ბრძოლისათვის, ადამიანებისათვის სახელმწიფომ ასევე შექმნა გარკვეული გარანტიები. დარჩი სახლში მოქალაქისათვის არ უნდა ნიშნავდეს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა, მისი გადასახადები მისთვის შემდგომ პრობლემა გახდება. სახელმწიფომ მოქალაქეებს უთხრა, რომ რაც არ უნდა ღირდეს, შენ დარჩი სახლში და ჩვენ ამ ხარჯებს გადავიხდით. ჩვენ დაგეხმარებით, რომ ყველა ვალდებულება რაც შენ გაქვს, დაფარო. ოღონდ არ გამოხვიდე გარეთ და არ შექმნა საფრთხე სხვისთვის და არ შექმნა საფრთხე სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა ქართველმა ექიმმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად