ქართველი ექიმი: ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს რომ აუცილებლად კორონა გაქვთ

ამის შესახებ მიუნჰენის კლინიკის ქართველი ექიმი გიორგი გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, 1 თვეა ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს ანტისხეულებით სწრაფი ტესტირების შესახებ,
ჩემდა განსაცვიფრებლად ამ პოლემიკაში ინტენსიურად იყვნენ ჩაბმულები როგორც ექიმები ასევე პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

მიუხედავად არაერთი მაღალპროფესიული განმარტებისა, რომელიც გაკეთდა ქართველი მედიცინის კორიფეების მიერ, ეს საკითხი კვლავ რჩება მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დისკუსიის საგანი!!!

არ შემეძლო გავჩუმებულიყავი….

უფრო კონკრეტულად ანტისხეულების ფაქტორით კორონა ვირუსის სწრაფი ტესტირების შესახებ:

1) ე.წ. ანტისხეულების ფაქტორით სწრაფი ტესტირების დროს, საქმე ეხება არა კორონა ვირუსის აღმოჩენას, არამედ სისხლში ანტისხეულების განსაზღვრას, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს როგორც კორონას ვირუსის ამ ახალი შტამის დაავადების დროს, ასევე სხვა ინფექციური დაავადების დროს

2) დღესდღეობით (ბოლო კვირის მონაცემებით ვგულისხმობ) მსოფლიო ბაზარზე არსებული ტესტების მგრძნობელობა იყო ძალზედ არა სანდო!

3) ტესტის არასანდოობის გამო, ის არცერთ მსოფლიო ეპიდცენტრ ქვეყანაში არ მიიჩნეოდა როგორც სანდო სადიაგნოსტიკო საშუალება!

4) 10 დღის წინ, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრამა, პირდაპირ განუცხადა ჟურნალისტებსაც და მოსახლეობასაც, ამ ანტისხეულების სწრაფი ტესტირების შესახებ, რომ ცუდი და არასანდო ტესტების გაკეთებას ჯობია სულ არ გავაკეთოთო და მაშინ როცა ბაზარზე შემოვა სანდომიანი ანტისხეულების სწრაფი ტესტი, მაშინათვე ჩავრთავთ მას ფართო მოხმარებაშიო!

5) ვენის ექიმთა ასოციაცია, კატეგორიულად მოგვიწოდებს, რომ არ გავეკაროთ ამ ანტისხეულების სწრაფ ტესტს, რამეთუ ძალზედ არასანდოა!!!

6) თვით ამ ტესტების მწარმოებელი ერთ-ერთი გერმანული ფირმა, რომელიც სერტიფიცირებულია ISO და Tüv Süd-ის მიერ, თავისსავე ინტერნეტ გვერდზე დაუფარავად წერს, რომ ამ სწრაფ ტესტს, კორონა ვირუსით დაინფიცირებიდან ყველაზე ადრე მე-4 დღეს, 70% მგრძნობელობა გააჩნია!, ხოლო მე-11 დღიდან ტესტის სანდოობა 92 – 98% აღწევს!

უფრო სწორად, ეს სწრაფი ტესტი ასახავს, არის თუ არა ამ ადამინის სისხლში ანტისხეულები მომატებული!

არ მგონია, რომ კიდევ რამე იყოს გაუგებარი ამ ფაქტთან მიმართებაში!

7) კიდევ უფრო გავამარტივოთ სიტუაცია:
– თუკი ეს ანტისხეულების სწრაფი ტესტი იქნება დადებითი, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აუცილებლად აქვს კორონა ვირუსის ახალი შტამი (პირველ პუნქტში აღწერილია ამის შესახებ)
– თუკი ის არის უარყოფითი, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს COVID-19 დაავადება! (მეორე პუნქტში აღწერილია ამის შესახებ)
– უარყოფით ტესტ/პასუხის დროს, თუკი პაციენტი სინამდვილეში დაინფიცირებულია კორონა ვირუსით, იგი თვითდაუნებურად ხდება ამ ვირუსის გამავრცელებელი!!!

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მთელი რიგი დადებითი ფაქტორები, რომელიც ამ მეთოდით სწრაფ ტესტირებას უკავშირდება:

– ანტისხეულებით ტესტირების დროს თვითდანახარჯი გაცილებით დაბალია ვიდრე PCR-მეთოდის დროს

– დიაგნოსტიცირებისთვის დრო გაცილებით მოკლეა, ვიდრე PCR-მეთოდის დროს!

– მთელს მსოფლიოში, PCR მეთოდისთვის საჭირო ლაბორატორიული მასალა ბოლო ზღვარზე არის მისული!

– თუკი ტესტირება იყო დადებითი მაშინ სასწრაფოდ უნდა გადამოწმდეს PCR-მეთოდით, რამეთუ დამტკიცდეს SARS-Cov2 ვირუსის არსებობა და გამოირიცხოს სხვა ინფექციების ფონზე ანტისხეულების მომატება ორგანიზმში!

– ხოლო თუკი პაციენტს, PCR-მეთოდით მართლაც დაუდგინდება SARS-Cov2 ვირუსის არსებობა, მაშინ ასეთი პაციენტი უპირველეს ყოვლისა უნდა ნამკურნალები იყოს, მაგრამ რაც ასევე ძალზედ მნიშვლელოვანია: ამ პაციენტის გამოჯანმრთელების შემდგომ, მის ორგანიზმში გამოყოფილი ანტისხეულები, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა პაციენტების სამკურნალოდ !!!

– COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა, უკვე ინფექცია გადატანილ ადამინის სისხლის პლაზმით, სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდება მთელი მსოფლიოს სამედიცინო წრეებში.

– ანტისხეულებით სწრაფი ტესტირების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ვისაც უტარდება ასეთი ტესტი, ის 2 კვირა კვლავ უნდა რჩებოდეს იზოლაციაში, რამეთუ ტესტის არასანდოობის გამო არ მოხდეს პაციენტის დაინფიცერიბის ფაქტის გაპარვა!!!

– ამის თვიდან ასაცილებლად ვაკეთოთ მაშინ ეს ტესტირება დღეში 2-ჯერ და ასეთი ინტენსიური ტესტირების დროს, თუკი ვერ მოხერხდა ანტისხეულების დაჭერა, მხოლოდ ამის შემდგომ და ისიც ძალიან სიფრთხილით შეგვიძლია ამ ადამიანს ვუთხრათ, რომ მას, COVID-19 დაავადება არ აქვს!

– სხვა შემთხვევაში გაგვეპარება პაციენტი, და პრევენციაში გვექნება დიდ პრობლემები, რაც მოგეხსენებათ გამოიწვევს ქვეყნის შიდა პანდემიას! ანუ უკონტროლო შიდა აფეთქებას!
– სამწუხაროდ, ბევრს არ უნდა გაათვიცნობიეროს რას მოგვიწოდებენ თითქმის ყოველ დღე, საქართველოში მოღვაწე, მართლაც მსოფლიო დონის სამაგალითო პროფესიონალები!

9) ჩემი მოკრძალებული აზრით, ანტისხეულების ფაქტორის მიხედვით სწრაფი ტესტირების მთვარი პოზიტიური მხარე გახლავთ ის რაც დავწერე მერვე პუნქტის მე5 და მე6 თავში.

10) ხოლო თუკი ანტისხეულების ფაქტორით ტესტირების დროს „დავიცავთ თამაშის წესებს“, რომელიც მე-8 პუნქტის მე7, მე8, მე9 თავში დავწერე, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ტესტირების ნეგატიური შედეგი:

– ქვეყნის შიგნით უმართავი დაინფიცირების პროცესი,
– შიდა გავრცელება, ანუ ქვეყნის შიდა პანდემია!

გარდა ზემოთთქმულისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს ანტისხეულების სწრაფი ტესტების ხარისხის გაუმჯობესება! მთელს მსოფლიოში, ყოველ დღე მიმდინარეობს ამგვარი ტესტების დახვეწა, რომ მათი სანდოობა მაქსიმალურად გაიზარდოს, რამეთუ კარგად ნაცნობი ოქროს წესით PCR-მეთოდით კორონა ვირუსის დიაგნოსტიკა, აუცილებლად მოითხოვს ალტერნატიულ კვლევის მეთოდს, მაგრამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ალტერნატიული მეთოდი უნდა იყოს მაქსიმალურად სანდომიანი!!! ზემოთქმულიდან გამომდინარე, აბსოლიტურად ვიზიარებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ არასანდო ტესტირებების გაკეთებას, სულ არ გავაკეთოთ ჯობიაო, ხოლო როგორც კი ეს ანტისხეულების სწრაფი ტესტები მაღალი ხარისხით და სანდომიანობით იქნებიან მაშინვე დავნერგავთო!!! კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის როგორც ერთი ექიმისთვის ასეთი პოზიცია აბსოლიტურად მისაღებია! თუმცაღა სხვა მოსაზრებას უდიდეს პატივს ვცემ! P.S. შეერთებულ შტატების საკვების და წამლის სალიცენზიო ადმინისტრაციამ, 2 დღის წინ, ოფიციალურად მისცა ლიცენზირება ერთერთ ანტისხეულების სწრაფი ტესტის მწარმოებელს!” – წერს ექიმი გიორგი გრიგოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად