ქართველი ემიგრანტი: ხალხის ნაწილს უკან დაბრუნება უნდა, ვთხოვთ მთავრობას დანიშნოს რამდენიმე ავიარეისი

ამის შესახებ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თამარ შუბითიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან ცუდი მდგომარეობაა ბარსელონაში და მთლიანად ესპანეთში. ინფიცირებულების რიცხვი ძალიან იზრდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან აქაური ქართველი ემიგრანტები. საავადმყოფოები არის ძალიან გადატვირთული. არ არის ელემენტარული პირობები და თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ აქვს ადამიანს, არ იღებს, რადგან არ არის ადგილი.
დიდი დახმარება სჭირდება ქართველ ემიგრანტებს, ბევრი ემიგრანტი დარჩა უმუშევარი, არავის აქვს გადადებული ფული, რომ 3-4 თვე თავი გაიტანონ და მათ სჭირდებათ დახმარება. ვთხოვ მთავრობას, რომ დანიშნოს რამდენიმე რეისი, რადგან არის ძალიან ბევრი ხალხი, ვისაც უნდა უკან დაბრუნება”, – განაცხადა ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად