ქართველი ემიგრანტი: გარდაცვლილ იტალიელთან ქართველი ქალი მუშაობდა, რომლის ტესტის პასუხი ჯერ არ ვიცით

ერთ-ერთ გარდაცვლილ იტალიელთან ქართველი ქალი მუშაობდა, რომლის ტესტის პასუხი ჯერ არ ვიცით, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” ქართველმა ემიგრანტმა ლომბარდიის რეგიონიდან სალომე თოდუამ განაცხადა.

“მე ვიმყოფები ლომბარდიის რეგიონში, პატარა ქალაქში, რომელიც მილანიდან 220 კილომეტრით არის დაშორებული. თავიდან იყო ცოტა პანიკა, როცა გავრცელება დაიწყო. დღიესათვის ჩვენს ქალაქში 2 გარდაცვლილია 16 დაინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული. არცერთ ემიგრანტს სამსახური არ დაუკარგავს. პირიქით იტალიის მთავრობა მადლობას გვიხდის ემიგრანტებს, ვინც დავრჩით ოჯახებში და მათ მოვლას ვავგრძელებთ.

დღეს გარდაიცვალა 94 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი და დადგენის შემდეგ მისი ოჯახი მოექცა კარანტინში. მის ოჯახში მუშაობდა ქართველი ქალბატონი, უსაბუთო და შეიქმნა აჟიოტაჟი ახლა რა გვეშველება. დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს, მაგრამ მისი დახმარება აღარ დაგვჭირდა იტალიელმა ექიმებმა გვითხრეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საბუთიანია თუ უსაბუთო, თუ მას დასჭირდა დახმარება, უაცილებლად დაეხმარებიან იტალიის ექიმები და მთავრობა. ჯერჯერობით მისი ტესტის პასუხი არ ვიცით”, – განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა.

კომენტარები
იტვირთება...