ქართველი ძიუდოისტების პოზიციები ტოკიო-2020-ის საკვალიფიკაციო რეიტინგებში

ზაგრებში დასრულებული გრან პრის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ძიუდოისტთა ახალ რეიტინგს აქვეყნებს.

“აიპრესი” მკითხველს სთავაზობს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დღეის მდგომარეობით შედგენილ საკვალიფიკაციო რეიტინგში ქართველ ძიუდოისტთა მიერ დაკავებული ადგილების შესახებ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტების უმეტესობა – 18 ძიუდოისტი თითოეულ წონით კატეგორიაში, სულ 252 ძიუდოისტი, ამ რეიტინგის მიხედვით დაიშვება, ერთი ყოველ წონაში ანუ სულ 14 ძიუდოისტი, მასპინძელი ქვეყნის კვოტაა, 100 ძიუდოისტი კონტინენტალური კვოტით მოხვდება ილიმპიურ თამაშებზე, ხოლო 386-დან დარჩენილ 20 ადგილზე ოლიმპიური კომიტეტი თავის შეხედულებით მიიწვევს ძიუდოისტებს

ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სიაში მოხვედრილი ქალების და კაცებისგან შეეძლებათ სრული გუნდის (3 კაცი და 3 ქალი) დაკომპლექტება.

60კგ
N5 ამირან პაპინაშვილი – 2 155 ქულა
N15 ლუხუმ ჩხვიმიანი – 1 386 ქულა
N19 თემურ ნოზაძე – 1 072 ქულა

66კგ
N5 ვაჟა მარგველაშვილი – 1 955 ქულა

ამ წონაში კვალიფიცირებულის სტატუს მოპოვებასთან ახლოს არის ბაგრატ ნინიაშვილი,. მას 831 ქულა აქვს, მის წინ მყოფ კვალიფიცირებულის სტატუსის მქონე მაროკოელ იმად ბასოუს კი 841 ქულა

73კგ
N8 ლაშა შავდათუაშვილი – 1955 ქულა

81კგ
N12 ტატო გრიგალაშვილი – 1 683 ქულა
N26 ლუკა მაისურაძე – 950 ქულა

90კგ
N8 ბექა ღვინიაშვილი – 1 741 ქულა
N21 გიორგი პაპუნაშვილი – 1 102 ქულა

კვალიფიცირებულის სტატუსის მქონეთა სიის ბოლოში მყოფ მონღოლ ძიუდოისტ ალტანბაგანა განტულგას 932 ქულა აქვს, მის შემდეგ ადგილებზე მყოფ უშანგი მარგიანს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ლაშა ბექაურს კი, შესაბამისად, 851 ქულა, 793 ქულა და 530 ქულა

100კგ
N3 ვარლამ ლიპარტელიანი – 2 315 ქულა

კვალიფიცირებულის სტატუსი მქონეთა რეიტინგ-სიაში ბოლო ადგილზე მყოფ ლატვიელ ევგენი ბოროდავკოს 854 ქულა აქვს. მის შემდეგ ადგილებზე მყოფ ონისე სანებლიძეს და ლაშა ტაველურს კი, შესაბამისად, 532 ქულა და 498 ქულა

+100კგ
N1 გურამ თუშიშვილი – 2 705 ქულა
N5 გელა ზაალიშვილი – 1 905 ქულა
N17 ლევან მათიაშვილი – 1 318 ქულა

ქალთა შორის ქართველი ძიუდოისტებიდან დღეის მდგომარეობით ერთადერთი ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი (52კგ) ხვდება ოლიმპიურ თამაშებზე. კვალიფიცირებულის სტატუსის მქონეთა რეიტინგ-სიაში ბოლო ადგილზე მყოფ პორტუგალიელ ჯოანა რამოსს (892 ქულა) ლევიცკაია-შუკვანი (676 ქულა) ჩამორჩება, მაგრამ კონტინენტალური კვოტით იმსახურებს ოლიმპიური თამაშებზე მონაწილეობას.

ახლოსაა კვალიფიციურის სტატუსის მოპოვებასთან ეთერ ლიპარტელიანი (57კგ). მას ამჟამად 594 ქულა აქვს და კვალიფიცირებულის სტატუსის რეიტინგ-სიაში ბოლო ადგოილზე მყოფ პორტუგალიელ ტელმა მონტეიროს (987 ქულა) და მას შორის ერთადერთი სტატუსის მაძიებელია – უკრაინელი მარია სკორა (650 ქულა).

მარიამ ჭანტურიას (70კგ, 255 ქულა) კვალიფიცირებულის სტატუსის მქონეთა რეიტინგ-სიაში ბოლო ადგილზე მყოფ ბელგიელ გაბრიელა უილიამსს (957 ქულა) ქულათა სოლიდური სხვაობა და სტატუსის რამდენიმე მაძიებელი აშორებს.

ანალოგიურ მდგომარეობაში სოფიო სომხიშვილი (+78კგ, 106 ქულა). მას და ვალიფიცირებულის სტატუსის მქონეთა რეიტინგ-სიაში ბოლო ადგილზე მყოფ ისრაელელ რაზ ჰერშკოს შორის ქულათა სხვაობაც სოლიდურია და სტატუსის მაძიებელიც არაერთი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურ ოლიმპიურ კომიტეტებს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შესახებ განაცხადის გაკეთება 2020 წლის 20 მაისამდე, იმ დროისთვის კვალიფიცირებულის სტატუსის მქონეთაგან შეუძლიათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად