ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე შედეგი ევროპის თასზე – 4 ოქროს მედალი და გუნდური ჩემპიონობა!

გუშინ, რუმინეთის ქალაქ ნაპოკა-კლუჟში დასრულებულ ევროპის თასის გათამაშებაზე ძიუდოში ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა.

თასის გათამაშებაში მონაწილე 7 ქართველი ძიუდოისტიდან 4 ოქროს მედლით მკრდამშვენებული ბრუნდება შინ, ორმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსდანიშნავია, რომ ოქროსმედალოსანმა ქართველმა ძიუდოისტებმა ჩვიდმეტი შეხვედრიდან ჩვიდმეტივე იპონით მოიგეს.

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

81კგ – ვლადიმერ ა ხ ა ლ კ ა ც ი
მან ყველა მეტოქე – უნგრელი ფერენც ტოტი, კვიპროსელი ფედიას კონარისი, უკრაინელი ბოჰდან ზუსკო, შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი, პორტუგალიელი მიგელ ალვესი და დიდ ბრიტანელი სტიუარტ მაკვეტი – იპონით დაამაცხა

90კგ – ლაშა ბ ე ქ ა უ რ ი
მან იტალიელ მატეო მარგონჩინის, უკრაინელი ვიქტორ მაკუხას, დიდ ბრიტანელ მაქს სტიუარტს და ბელგიელ იოაჰიმ ბოტეს, ყველას იპონით სძლია.

100კგ – ონისე ს ა ნ ე ბ ლ ი ძ ე
რუმინელ იონუტ ვასიანს, ნიდერლანდელ ფერდინანდ ანსაჰს და ბოლოს, უნგრელებს – ზალან ოჰატს და მიკლოშ ცირჟენიკს ომისე სანებლიძემ იპონით მოუგო.

+100კგ – გურამ თ უ შ ი შ ვ ი ლ ი
გურამ თუშიშვილმა იპონით “დაასაჩუქრა”რუმინელი ბოტონდ კუნცი, უკრაინელი ფედირ პანკო და ბოლოს, ფინალში, ისევ რუმინელი მირჩა კროტორუ.

შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალო მოიპოვა და ოლიმპიური ლოცენზიის მოპოვებაზე განაცხადი გააკეთა საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის ერთადერთმა წარმომადგენელმა კლუ-ნაპოკაში, 52 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა.

გუშინ 90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა იმედა გოგოლაძემ

საქართველოს ძიუდოისტთა არასრული შემადგენლობით მოასპარეზე ქალთა და კაცთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ 34 კაცის (21 კაცი და 13 ქალი) შემადგენლობით მოასპარეზე იტალიელებს ჩამორჩენ. მათ 4 ოქროსთან ერთად ვერცხლის მედლებიც მოიპოვეს.

საქართველოს კაცთა ნაკრებმა კი ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად