ქართველი ძიუდოისტები ტაშკენტის გრან სლემზე უმედლოდ დარჩნენ

დღეს ძიუდოსტები ტაშკენტის გრან სლემზე 78 და +78 კგ და 90-100 და +100კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა (N91 ოლიმპიურ რეიტინგში, 122 ქულა) ისრაელელ რაზ გერშკოსთან (N26, 1764 ქულა) ერთხელ მარტო მიიღო შიდო, შემდეგ ორჯერ კი მეტოქესთან ერთად და სამი შიდოთი დამარცხდა

90 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა (N51, 851 ქულა) ავღანელი მოდ ისმაილ კაკარი (ურეიტინგო) დაამარცხა იპონით, ბერძენ ტეოდორის ცელიდისს (N49, 941 ქულა) ჯერ ვაზარი აუღო, პულის ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტთან (N7, 4608 ქულა) შეხვედრის ბოლოს და ოქროს დროში ძალზედ დაღლილმა აქტიურად ვეღარ იჭიდავა და შიდოებით დამარცხდა.
რეპეშაჟში უშანგი მარგიევი მასპინძელ შერმუხამედ ჟონდრეევთან ვაზარ-იპონით დამარცხდა

ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (N38, 1433 ქულა) პირველ შეხვედრაში ოქროს დროში იპონით მოუგო რუს ეკუბჟონ ნაზიროვს (ურეიტინგო), შემდეგ მასპინძელ დავლატ ბობონოვთან (N17, 3157 ქულა) დამარცხდა იპონით

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანმა (N95, 260 ქულა) ყაზახ არმან კალიევს იპონით სძლია, შემდეგ ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან (ნ35, 1602 ქულა) ვაზარით დაწინაურდა, საპასუხო ვაზარი გაუშვა, მე-4 წუთის მიწურულს მე-2 ვაზარი აიღო და გაიმარჯვა. პულის ნახევარფინალში მონღოლ ოტკობაატარ ლხაგვასურენთან (N16, 3038 ქულა) გაშვებული ვაზარი გაქვითა და ბრძოილა ოქროს დროში გააგრძელა, მაგრამ იქ კიდევ ერთი ვაზარი გაუშვა და დამარცხდა

+100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა (N97, 180 ქულა) ყირგიზ ბეგბოლოტ ტოკტოგონოვს (N47, 858 ქულა) მოუგო იპონით, მეორეში ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან (N21, 2611 ქულა) კი ოქროს დროში პირველმა მიიღო მესამე შიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...