ქართველი ძიუდოისტები ტაშკენტის გრან სლემზე ასპარეზობაში ჩაებნენ (ვიდეო)

უზბეკეთში ამ დილით ძიუდოისტები ტაშკეტის გრან სლემზე ჩაებნენ ასპარეზობაში

დღეს ქალები 48-52 კგ, ხოლო კაცები კი 60-66 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ

საქართველოს ძიუდოისტებისთვის ტაშკენტის გრან-სლემი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ქალთა ნაკრების პირველი ნომრები ასპარეზობენ და მათი წარმატების შემთხვევაში საქართველო ინარჩუნებს შანსს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ პირველობაში მიიღოს მონაწილეობა.

ოლიმპიურ თამაშებზე გუნდის გამოსაყვანად კი აუცილებელი პირობააა გუნდი პირად პირველობაში ლიცენზიის მქონე სამი კაცის და სამი ქალისგან შედგებოდეს.

დღეისათვის არსებული მდგომარეობით საქართველოს ქალი ძიუდოისტებიდან ეთერ ლიპარტელიანია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ზონაში, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი კი სარეიტინგო ქულებით მცირედით უსწრებს აზერბაიჯანელ მამადალიევას და კონტინეტალური კვოტით შეიძლება მოხვდეს ოლიმპიადაზე. ჭანტურია და სომხიშვილი სალიცენზიო ზონიდან ძალიან შორს არიან და მათთვის ოლიმპიურ ასპარეზობაზე მოსახვედრად ყოველ ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღეს ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (N34 ოლიმპიურ საკვალიფიკაციო რეიტინგში, 1586 სარეიტინგო ქულა) პირველ წრეში კორეელ ბოკიონ ჩონს (N26, 2377 ქულა) უნდა შეხვედროდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო იგი ტატამზე არ გავიდა და მის მეტოქეს იპონით გამარჯვება ჩაეთვალა.

კაცთა შორის 60 კგ წონაში საქართველოდაბ ჯაბა პაპინაშვილი ჭიდაობს. ამ წონაში საქართველოს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე უკვე ამ დროისთვის სალიცენზიო ზონაში მყოფ ლუხუმ ჩხვიმიანს, ამირან პაპინაშვილს და თემურ ნოზაძეს შორის შეუძლია შეარჩიოს, ჯაბა პაპინაშვილი კი ჯერ საკმაოდ შორსაა სალიცენზიო ზონიდა (N53, 766 ქულა).

ჯაბა პაპინაშვილს პირველ წრეში მეტოქედ ყირგიზი ოტარ ბესტევი (N74, 477 ქულა) ჰყავდა. ჯაბამ მეტოქეს ორი ვაზარი აართვა და იპონით გაიმარჯვა. მეორე წრეში იგი ბრაზილიელ ფელიპე კიტიდაის (N37, 1543 ქულა) შეხვდება.

ტატიან ლევიცკა-შუკვანისა და ჯაბა პაპინაშვილის გარდა ტაშკენტში სააპარეზო განაცხადში საქართველოდან არიან:
70 კგ – მარიამ ჭანტურია
+78 კგ  – სოფიო სომხიშვილი

73 კგ – ფრიდონ გიგანი
81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ – უშანგი მარგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ – გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ ადამ ოქრუაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...