ქართველი ძიუდოისტები: იაპონიაში ნაკრების ძიუდოისტებს შორის ჩხუბი არ ყოფილა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების განცხადებით, იაპონიაში ნაკრების ძიუდოისტებს შორის ჩხუბი არ ყოფილა და გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.

როგორც ძიუდოისტებმა “აიპრესს” განუცხადეს, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, თუმცა პრობლემა მოგვარებულია და ახლა სიმშვიდეა.

გავრცელებული ინფორმაცით, ოსაკას გრან სლემზე, ქართველ ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ის ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციიის ექს-პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდებოდნენ, ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე ინფორმაციით, შავდათუშვილი ტურნირზე სწორედ იმის გამო ვერ გამოვიდა, რომ ის ნაცემი იყო. კონფლიქტში არ მინაწილეობდა გურამ თუშიშვილი. “აიპრესის” ინფორმაციით, თუშიშვილი, მარგველაშვილი და შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ. ხვალ, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბება და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად