ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფიცარნაგზე დღეს 96 კგ წონითი კატეგორიის ზალოსნები ასპარეზობდნენ.

ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ატაცში 177კგ (173-177X-177) დასძლია მესამე იყო. აკვრაში 210 კგ-ით (206-210X-210), მან აგრეთვე მე-3 შედეგი აჩვენა.

ორჭიდის ჯამში ანტონ პლესნოიმ 387 კგ დააგროვა, ასეთივე შედეგის მქონე ვენესუელელი სპორტსმენის მომდევნო, მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით მე-21 ადგილზეა.

კომენტარები
იტვირთება...