ქართველებმა ქართველები დაამარცხეს და ესპანეთი და თურქეთი გაახარეს

აბუ დაბიში დღეს ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 90-100 და +110 წონით კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ

90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილს მეტოქედ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ჰყავდა. შეხვედრა 2 წუთსა და 32 წამში დასრულდა ნიკოლოზ შერაზადიშვილის გამარჯვებით. მან ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი მესამე შიდო მიაღებინა პაპუნაშვილს.

+100კგ წონით კატეგორიაში ლევან მათიაშვილის მეტოქე იყო წინა წლებში საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე ჯაბა მუმლაძე,რომელიც ახლა ჯემალ ერდოღანის სახელით იცავს თურქეთის ნაკრების ღირსებას. შეხვედრის მეოთხე წუთის დასრულებამდე 33 წამით ადრე მუმლაძე-ერდოღანმა იპონით გაიმარჯვა

ჩვენმა კიდევ ერთმა მონაწილემ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ამერიკელი ჯონ ჯეინი სამი შიდოს ხარჯზე დაამარცხა, მეორე შძეხვედრაში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან კი ოქროს დროში, 49 წამზე აიღო ვაზარი და პულის ფინალში გავიდა, სადაც ის ნახევარფინალში გასასვლელად კორეელ დონგვან გვაკთან იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად