ქართველების ოთხი ოქროს მედალი რიო-დე-ჟანეიროდან

10-11 მაისს რიო-დე-ჟანეიროში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის ოთხიდან მეორე ტურნირი დასრულდა.

მარტის ბოლოს პორტუგალიაში გამართული პირველ ტურნირზე ოთხიდან სამი ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა პლაჟზე მოჭიდავეებმა ამჯერად კიდევ უფრო წარმატებით იასპარეზს და ოთხიდან ოთხი ოქროს მედალი დაისაკუთრეს.

70 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქელახსაშვილმა ფინალში უკრაინელ სემიონ რადულს სძლია, 80 კგ წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილმა აზერბაიჯანელი დავიდ იუსუბოვი დაამარცხა, 90 კგ წონით კატეგორიის ფინალში დავით მარსაგიშვლიმა ორგზის მსოფლიო ჩემპიონს პლაჟზე ჭიდაობაში, პაკისტანელ მუჰამედ ინამს მოუგო, ხოლო +90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მამუკა კორზაიამ აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი დაამარცხა.

გამარჯვებულმა ქართველმა მოჭიდავეებმა 2019 წლის სან-დიეგოს ქვიშის თამაშებისთვის ქულების მოპოვებასთან ერთად მიიღეს პირველი ადგილისთვისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოებიც – 1000 შვეიცარული ფრანკი.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ქულათა მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა დააგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო მეორე და მესამე ადგილლებზე გასულ აზერბაიჯანის და საბერძნეთის ნაკრებ გუნდებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...