ქართველ მსახიობ ელენა სატინს ნეტფლიქსის Cowboy Bebop-ში ვიხილავთ

თბილისში დაბადებული მსახიობი ელენა სატინი (სხირტლაძე), რომელიც ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს, ნეტფლიქსის ახალ სერიალში — Cowboy Bebop-ში გამოჩნდება. საკულტო ანიმეს მიხედვით გადაღებულ სერიალში ელენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის — ჯულიას როლს ასრულებს.

“ათ წელზე მეტია, [Cowboy Bebop-ის] ფანი ვარ. ალბათ, ყოველ წელს ხელახლა ვუყურებ. ძალიან მიყვარს. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უდიდესი ბედნიერება იყო იმიტომ, რომ ძალიან იშვიათობაა მსახიობისთვის ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს, შემდეგ კასტინგზე მიდიხარ და როლს იღებ. უმეტესად ფიქრობ: ‘ძალიან მინდა ეს როლი, ამიტომ, ალბათ, ვერ მივიღებ. სჯობს, დიდი მოლოდინი არ მქონდეს”. ამიტომ ახლა აქ ყოფნა ჩემთვის დაუჯერებელია”, — ამბობს ელენა სატინი ინტევრიუში.

აღსანიშნავია, რომ ელენა სატინი ცნობილ სერიალ Twin Peaks-ში, Revenge-სა და CBS-ის სერიალ Strange Angel-შიც გამოჩნდა.

რაც შეეხება Cowboy Bebop-ს, სერიალის პრემიერა ნეტფლიქსზე 19 ნოემბერსაა დაგეგმილი. ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯონ ჩო, მუსტაფა შაკირი და დანიელა პინედა ასრულებენ.

კომენტარები
იტვირთება...