ქართველ მოსწავლეთა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

ბაქოში ამ წუთებში ინფორმატიკაში მოსწავლეთა 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს.
საქართველოდან ოლიმპიადაზე ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოთხი მოსწავლე მონაწილეობდა: ნიკოლოზ ბირკაძე, ბაქარ გამეზარდაშვილი , თეიმურაზ თოლორაია და დავით ხვედელიძე.

ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული შედეგები დაზუსტების შემდეგ დღეს, დაჯილდოვების ცერემონიალზე, დანამდვილებით გახდა ცნობილი რომ ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა ნიკოლოზ ბირკაძე, რომელიც წელს ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამედ მონაწილეობდა და რომელსაც წინა წლებში ოქროს და ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე ასევე სამგზის მონაწილეა მათემატიკაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის და მას ორჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თეიმურაზ თოლორაიამ, რომელიც აგრეთვე არის მათემატიკის ოლიმპიადების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი და ბაქარ გამეზარდაშვილმა.

ამრიგად, წელს გამართულ მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:

ოქრო, ინფორმატიკა
ნიკოლოზ ბირკაძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ვერცხლი, მათემატიკა
ნიკოლოზ ბირკაძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ბრინჯაო, ფიზიკა
ალექსანდრე მერაბიშვილი – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ლაშა კოროშინაძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

გიორგი გოგაბერიშვილი – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

იოანე თოიძე – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ბრინჯაო, მათემატიკა
თეიმურაზ თოლორაია (ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა)

ლუკა მუშკუდიანი – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ლუკა მაჭარაშვილი – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

დიმიტრი კორკოტაშვილი – ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

ბრინჯაო, ქიმია
ლაშა ხუციშვილი – თბილისის №186 საჯარო სკოლა

საბა გოგიჩაიშვილი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა

ბრინჯაო, ბიოლოგია

ანანო ნებიერიძე – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა

საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

ფიზიკის ოლიმპიადა -გიორგი ძაძამია ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N 42 საჯარო სკოლა

მათემატიკის ოლიმპიადა – გიორგი ადიკაშვილი – ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N 42 საჯარო სკოლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...