ქართველ ჰოკეისტთა ნაკრები მე-3 დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა

საქართველოს ყინულის ჰოიკეის ნაკრები მე-3 დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა.

ქართველმა ჰოკეისტებმა 5-დან 4 მატჩი მოიგეს და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.

ჩვენი ნაკრები მხოლოდ მასპინძელ თურქეთის ნაკრებთან, მინიმალური ანგარიშით 4:5 დამარცხდა.

მეორე შეხვედრაში, ქართველი ჰოკეისტები ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 8:0 დაამარცხეს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს კი მინიმალური ანგარიშით 6:5 სძლიეს.

მეოთხე შეხვედრა ჰოიკეისტთა ნაკრებმა ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა, სადაც ანაგარიშით 5:0 იმარჯვა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ქართველი ჰოკეისტები ჰონგ კონგის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 14:3 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...