ქართველ გოლიათს ეშმაკობით იაპონელმა აჯობა (ვიდეო) – ტოჩინოშინის სამწუხარო მარცხი

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ ჯურიო ერთადერთ დაუმარცხებელ რიკიშთან იაპონელ ტაკაგენჯისთან იორიკირით განიცადა მარცხი. გაგამარუს რვა დღის შემდეგ ბალანსი 5:3 აქვს.

მაკუჩი დივიზიონში ნაცუ ბაშოს პირველი ნახევრის უაღრესად წარმატებულად ჩატარების შემდეგ ტოჩინოშინს ფინიშიკენ მიმავალ გზაზე ოძეკებთან, კომუსუბთან, ოძეკებთან და ორი მოქმედი იოკოძუნადან ბაშოს მონაწილე იოკოძუნასთან დაპირისპირება მოუწევს, მანამდე ზედ ეკვატორზე, დღეს კი მეტად ძლიერ და ტექნიკურუ იაპონელს, მე-2 მაეგაშირას, ენდოს (184სმ, 158კგ, ბალანსი ბაშოზე 2:5, ბალანსი ლევანთან 4:4) ხვდებოდა.

ძალზე სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში ენდომ ეშმაკობით აჯობა ლევანს, საწყის შეტაკებისთანავე გაერიდა ლევანს, რომელმაც თავი ვერ შეიმაგრა და დოჰიოს შეეხო მუხლით და ხელით.
ხვალ ტოჩინოშინი წინა ბაშოზე ოძეკობისთვის ბრძოლის შესანარჩუნებელ გადამწყვეტ ბრძოლაში მძლეველ, ამ ბაშოზე მუხლის ტრავმის გამო ბაშოდან მოხსნილ, ორ შეხვედრაში დამარცხება მისჯილ და კვლავ ბაშოზე მობრუნებულ, ოძეკობის ტიტულის ლევანთან ბროლის შემდეგ მომპოვებელ, აღმოსავლეთის N2 ოძეკს, 22 წლის იაპონელ ტაკაკეიშოს (175სმ, 169კგ, ბალანსი ბაშოზე შვიდი დღის შემდეგ 3-2-2) შეხვდება. მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშომ 2017 წელს ორჯერ გაიმარჯვა, დამაცხდა 2018 წლის იანვრის ბაშოზე და იქედან მოყოლებული ოთხი გამარჯვება მოიპოვა ანუ სულ ბალანი 6-1-თანაა ტაკაკეიშოს სასარგებლოდ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...