ქართველ ექსპერტთა ჯგუფი ოშკის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო

ქართველი ექსპერტების ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან

"თურქეთის რესპუბლიკის ერზრუმის პროვინციაში (ისტორიულ ტაო–კლარჯეთში), ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე დასაკვირვებლად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის პირველი ვიზიტი დასრულდა.

არქიტექტორ–რესტავრატორის, არქეოლოგის, ხელოვნებათმცოდნისა დაკონსტრუქტორისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო", – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად