ქართველ ძიუდოისტთა მარცხიანი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

პრაღაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრების პირველი დღე დასრულდა.

დღეს ტატამზე გასული ოთხივე ქართველი ძიუდოისტი დარჩა უმედლოდ.
 
ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკაია-შუკვანმა პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი გულთაი მამადაილიევა დააიპონა, მაგრამ მე-2 შეხვედრაში ვერაფერს გახდა ესპანელ ანა პერეს ბოქსთან.
 
57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ჩეხ ვერა ზემანოვასთან დამარცხდა.
 
კაცთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ბულგარელ იანისლავ გერჩევთან შეხვედრაში სამი შიდო მიიღო.
 
66 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა ოქროს დროში მოიგო რუს პულიაევთან, მე-2 შეხვედრაში სწრაფად დააიპონა რუმინელი ლუჩიან დუმიტრესკუ, საკმაოდ გაუჭირდა შეხვედრის მოგება ფრანგ კილიან ლე ბრუშთან და მას ოქროს დროში შესრულებული ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ვაზარით დათმო ნახევარფინალური შეხვედრა ისრაელელ ტალ ფლისკერთან და ასევე ვაზარით დათმო შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ დენის ვიერუსთან
 
ხვალ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) გამოვლენ.
 
ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე უკრაინელ გევორქ ხაჩატრიანს და გერმანელ ანტონი ზინგს შორის გამარჯვებული იქნება. ტატო გრიგალაშვილი პირველ შეხვედრას იტალიელ ხრისტიან პარლატის შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი მოლდოველ ნიკონ ზაბოროსციუსs.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად