ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატებზე 1965 წლიდან დღემდე 48 მედალი აქვთ მოპოვებული

იაპონიის დედაქალაქი 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ჩემპიონატში 149 ქვეყნის 864 ძიუდოისტი (342 ქალი და 522 კაცი) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით, ერთი ქალით და 9 კაცით, წარდგება:

52კგ – ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი (52კგ)
60კგ – ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
61კგ – ლუკა მაისურაძე
90 კგ – ბექა ღვინიაშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+110 კგ – გურამ თუშიშვილი

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატები 1956 წლიდან ტარდება. პირველ სამ ჩემპიონატზე ძიუდოისტები წონით კატეგორიებში არ იყვნენ გადანაწილებულები და ყველანი ერთად ასპარეზობდნენ.

1965 წელს ოთხი წონით კატეგორია იყო: 68კგ, 80 კგ, +80კგ და აბსოლუტური წონა

1967 წლიდან 1979 წლამდე ექვს წონით კატეგორიაში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას: 63კგ, 70კგ, 80კგ, 93კგ, +93კგ და აბსოლუტური წონა.

1979 წლიდან 1999 წლამდე მედლები უკვე რვა წონით კატეგორიაში თამაშდებოდა: 60კგ, 65კგ, 71კგ, 78კგ, 86კგ, 95კგ, +95კგ და აბსოლუტური წონა.

1999 წლიდან დღემდე წონითი კატეგორიები ამგვარადაა გამიჯნული ერთმანეთისგან: 60კგ, 66კგ, 73კგ, 81კგ, 90კგ. 100კგ, +100 კგ და აბსოლუტური წონა. ამ უკანასკნელ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის არ ტარდება

სულ 1956-1991 წლებში მსოფლიო ჩემპიონატი 16-ჯერ ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომლის რიგებშიც ქართველი ძიუდოისტები გამოდიოდნენ, 1965 წლიდან არის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ჩატარებულ 13 მსოფლიო ჩემპიონატში 17 ქართველ ძიუდოისტს 20 მედალი აქვს მოპოვებული:

ოქრო -4
თენგიზ ხუბულური (95კგ) 1979,1981
ამირან ტოკლიკაშვილი (60კგ) 1989
კობა კურტანიძე (95კგ) 1989

ვერცხლი – 4
ანზორ ქიბროწაშვილი (აბსოლუტური წონა) 1965
ჯიბილო ნიჟარაძე (+93კგ) 1973
აკაკი კიბორძალიძე (აბსოლუტური წონა) 1989
დავით ხახალეიშვილი (აბსოლუტური წონა) 1991

ბრინჯაო – 12
ანზორ კიკნაძე (აბსოლუტური წონა) 1965
ანზორ კიკნაძე (+93კგ) 1967
გივი ონაშვილი (+93) 1969
შენგელი ფიცხელაური (63კგ) 1973
რამაზ ხარშილაძე (93კგ) 1975
შოთა ჩოჩიშვილი (აბსოლუტური წონა) 1975
თამაზ ნამგალაური (71კგ) 1979, 1983
დავით ბოდაველი (86კგ) 1981
შოთა ხაბარელი (79კგ) 1983
გიორგი თენაძე (60კგ) 1989
ვლადიმერ დგებუაძე (71კგ) 1991

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გამართულ 16 მსოფლიო ჩემპიონატში 14 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა 28 მედალი:

ოქრო – 3
ირაკლი ცირეკიძე (90კგ) 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) 2014
გურამ თუშიშვილი (+100კგ) 2018

ვერცხლი – 10
დავით ხახალეიშვილი (+95კგ) 1993
გიორგი ვაზაგაშვილი (60კგ) 1995
გიორგი რევაზიშვილი (60კგ) 1997
ზურაბ ზვიადაური (90კგ) 2001, 2003
ნესტორ ხერგიანი (60კგ) 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) 2013
ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) 2013
ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) 2017, 2018

ბრინჯაო -15
გიორგი ვაზაგაშვილი (60კგ) 1993
დავით ხახალეიშვილი (+95კგ) 1993, 1995
ნესტორ ხერგიანი (60კგ) 1999
გიორგი რევაზიშვილი (73კგ) 1999
ლაშა გუჯეჯიანი (+100კგ) 2005, 2007
ირაკლი ცირეკიძე (90კგ) 2011
ამირან პაპინაშვილი (60კგ) 2014, 2018
ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) 2014
ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) 2015
ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) 2015
ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) 2017
უშანგი მარგიანი (90კგ) 2017

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...