“ქართულმა ოცნებამ” მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დაასახელა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერი იქნება არჩილ თალაკვაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას მომდევნო, მეათე მოწვევის პარლამენტში”.

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“შეგახსენებთ, რომ არჩილი 2012 წლიდან არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი. სხვადასხვა დროს იყო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2018 წლიდან კი, არჩილ თალაკვაძე წარმატებით უძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად