ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსზე 20 მედალი აიღო

ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურსზე Decanter World Wine Awards -ზე 20 მედალი აიღო.

კონკურსზე წარდგენილი იყო 16 000 ღვინოს სახეობა. ჟიურიში სულ 240 წევრი იყო. 305-მა სახეობამ ოქროს, 1 944-მა ვერცხლის და 4 810-მა ღვინომ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. სულ ქართულმა ღვინომ 4 ვერცხლი და 16 ბრინჯაოს მედალი აიღო. ყველაზე მეტი მედალი "Schuchmann Wines Georgia"-ს და „თელიანი ველის“ ღვინოებმა დაიმსახურეს.

მედლების რაოდენობით გაიმარჯვა საფრანგეთმა (58 ოქრო, 398 ვერცხლი), მეორე ადგილზე იტალია გავიდა (36 ოქრო, 340 ვერცხლი), მესამეზე კი ესპანეთი (31 ოქრო, 179 ვერცხლი). 

კონკურსზე ქართულმა ღვინომ ვერც ერთი ოქროს მედალი ვერ აიღო, თუმცა რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი მედალი დაიმსახურა. შედარებისთვის რუსეთს სულ 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აქვს, სომხეთს კი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...