ქართული საწარმო ყოველდღიურად 10 000-ზე მეტ ხალათსა და 2 000-ზე მეტ კომბინიზონს აწარმოებს

ორი დღის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობის მხოლოდ ორი კვირის მარაგი აქვს. კომენტარი ამის შესახებ დღეს გააკეთა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ასევე საქართველოს პრემიერმა, მათი თქმით, ქვეყანას მარაგების პრობლემა არ აქვს.

როგორც ირკვევა, სამედიცინო ეკიპირებას ადგილობრივი, ქართული კომპანია აწარმოებს.

კომპანია Doctor goods • დოქტორ გუდსი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე აქტიურად აწარმოებს სამედიცინო / ქირურგიულ ხალათებსა და ბიოუსაფრთხოების კომბინიზონებს.

როგორც კომპანიაში “აიპრესს” განუცხადეს, საწარმო მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მუდმივ კორდინაციაშია ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან რომელიც საჭიროებს ამ ტიპის პერსონალური დაცვის საშუალებებს.
ჯანდაცვის, თავდაცვის, ტურიზმის ადმინისტრაციისა (საკარნატინე ზონებისთვის) და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით.

საწარმო ყოველდღიურად 10 000 ზე მეტ ხალათსა და 2 000 ზე მეტი კომბინიზონს აწარმოებს.

კომპანიაში სრულად არის შევსებული საჭირო ნედლეულის სტრატეგიული მარაგები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებით შევსება.

მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში საწარმო კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციის წარმადობას!

რამდენიმე კვირის წინ  კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და TBC ბანკის დახმარებით მოიზიდა დამატებითი ფულადი რესურსი მანქანა დანადგარების შესაძენად,  რის შედეგადაც გაიზარდა საწარმოს წარმადობა და დამატებით შეიქმნა 70 ახალი სამუშაო ადგილი.

კომპანია დოქტორ გუდსი /  Dr. Goods  2019 წლის  სექტემბერში გაიხსნა და წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის ერთადერთ ქართულ საწარმოს. რომელიც სამედიცინო სექტორს უზუნველყოფს  ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებით, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები და ა.შ

ამ ეტაპზე საწარმო სამედიცინო ბაზრის 70 % ამარაგებს,  კომპანიის მიზანია  შესთავაზის საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი კლასის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები, შეამციროს მომხმარებლისთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები და განავითაროს ადგილობრივი წარმოება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად