ქართული ყველის ფესტივალში მონაწილეობა საჩხერელმა მეწარმემაც მიიღო

გურჯაანში, ახტალის პარკში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თუშეთიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან ყველისა და რძის სხვა პროდუქტების 50-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.

ფესტივალში საჩხერის მუნიციპალიტეტიდან მეწარმე მანანა იაკობაშვილმა (ამხანაგობა „მილკ ფაქტორი“) სხვადასხვა სახეობის ყველი და რძის ნაწარმი წარმოადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე მეღვინეებმა და ქართველმა, იტალიელმა და ჰოლანდიელმა შეფ-მზარეულებმა, რომლებმაც კულინარიის მასტერ-კლასი ჩაატარეს. ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სხვა ოფიცალური პირები ესწრებიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამეწარმეო ამხანაგობა “მილკ ფაქტორი” “აწარმოე საქართველოში” პროგრამით 2016 წელს თანადაფინანსდა და მისი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად