ქართული ფოლადი: “ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენს საქმეს სასამართლომდე გამოუტანა ვერდიქტი”

სს "ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი "აიპრესთან" საუბრისას, სააპელაციო სასამართლოში შპს "რუსთავის ფოლადთან" წაგებულ პროცესს პრემიერის განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება სასამართლომდე გამოიტანა

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად პრემიერის განცხადებებისა, მას ჰქონდა იმედი, რომ მოსამართლეები(ბესარიონ ტაბაღუა, მაია ბაქრაძე, თეა სოხაშვილი) სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. 

"პირდაპირ კავშირშია პრემიერის განცხადება და დღევანდელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე უბრალოდ სამი მოსამართლის გონიერების, ღირსების მცირე იმედი მქონდა… ამ თემაში ვართ სამი წელიწადი ჩართული და ვიცით, ასეთი განცხადებები რომ კეთდება, რას იწვევს ეს, ძალიან კარგად ვიცით…

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენს საქმეს სასამართლომდე გამოუტანა ვერდიქტი! ეს იყო პირდაპირი მესიჯი მოსამართლეების მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილის ამ მოსამართლეებისგან გარანტია რომ არ ჰქონოდა, რომ ამ გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ, ორჯერ ზედიზედ ერთმანეთზე უაზრო განცხადებებს არ გააკეთებდა.

აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაესში ამ გადაწყვეტილებას და ბოლომდე მივყვებით პროცესს!",-განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ყადაღა მოეხსნა.

"სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ახალი გარემოებები… გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სარჩელზე შეჩერდეს სამართალწარმოება, გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა",- ამ სიტყვით გადაწყვიტა დავა "ქართულ ფოლადსა" და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ.  

პრემიერი რუსთავის მეტალურგიულის საქმის მოსამართლეს განმარტების გაკეთებას სთხოვს

"ქართული ფოლადი" პრემიერის განცხადების საპასუხოდ, სამართლებრივ ფაქტებს ასაჯაროებს

"ქართული ფოლადის" დირექტორი: ეს კომენტარი, პრემიერის პასუხად, სიტყვასიტყვით გამოაქვეყნეთ

"გაუგონარი ფაქტია ქართულ მართლმსაჯულებაში – პრემიერი მოსამართლეს ანგარიშს თხოვს!"

კომპანიამ, რომელსაც პრემიერმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, სასამართლო მოიგო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...