ქართული ფილმი “უარყოფითი რიცხვები” სამხრეთ კორეული კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

რეჟისორ უტა ბერიას ფილმი “უარყოფითი რიცხვები” სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია.

მთავარ კონკურსში სულ 8 სურათი მონაწილეობს, მათ შორის არის მექსიკური, კორეული, იტალიური და ირანული კინოსურათები. ეს 8 კინოსურათი 250-ზე მეტი კონკურსანტიდან შეირჩა.

კინოფესტივალი მეორედ ტარდება, გამარჯვებულ ფილმს კი პრიზის სახით 16 000 აშშ დოლარი გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად