ქართული ფილმი “წითელი ვაშლები” “კლერმონ ფერანის” კინოფესტივალზე წარსდგება

ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "წითელი ვაშლები" კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ფილმი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშია წარდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ ფილმის "წითელი ვაშლები" მსოფლიო პრემიერა წარმატებით შედგა ტორონტოს A კლასის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება. ფესტივალი 3-11 თებერვალს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...