ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება

„ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.

ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს.

“ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისათვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი კარი ღია არის. ამის დადასტურებაა ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ მნიშვნელოვან საკითხებთან იმ ოპოზიცურ პარტიებთან, რომლებიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობენ.

თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. არის საკითხები, რომლის ირგვლივაც შეთანხმება შეიძლება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია და ეს ის თემაა, რაზეც საუბარი ყოველთვის შეიძლება.

“ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ, როცა მცირე პარტიებს ვაძლევთ, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები და ამავე დროს ის გონივრული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრულია ევროპული პარლამენტარიზმის გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი იყოს ქმედითი და პარტიები იყოს არა ერთკაციანი, არამედ გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...