A1 ბანერი

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება

ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგენს ბატონ გიორგი შენგელიას. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში, ბატონი გიორგი ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, ზუგდიდი ყოფილი მერი კორუფციის ბრალდებით დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...