“ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი ეტლით მოსარგებლე გიორგი გოგლიჩიძე იქნება

ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

“ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი გოგლიჩიძე. ბატონი გიორგი წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა ნაცმოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ  მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილა.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში და ოზურგეთში ჩატარდება. ასევე, რიგგარეშე მერის არჩევნები ტარდება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. ხოლო, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის რაიონში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...